ურსულა ფონ დერ ლაიენი: "უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში"
13/01/2023 18:04:49 მსოფლიო
ვროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში.
მისი თქმით ევროკომისრების კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა, რათა განიხილოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მომზადების პროცესი.
"უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში. ეს ძალიან კარგია. ამ პროცესის მხარდასაჭერად, კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა. გვექნება კოლეგია-მთავრობის შეხვედრა, რათა დღის წესრიგში მყოფ სხვადასხვა თემაზე მუშაობა გავაღრმაოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ", – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.


