ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის დაშლისთვის"
13/01/2023 16:29:51 მსოფლიო
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს, რომ "დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის დაშლისთვის".
როგორც მან აღნიშნა, დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის დაშლის სცენარებისთვის, რადგან ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, კერძოდ, ბირთვული იარაღის, მიგრაციული ნაკადების და რუსეთში შიდა პროცესების შესახებ.
მისი თქმით, დასავლეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთის მაქსიმალურ დასუსტებაზე.
რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ თავიდან დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ძირითადად საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობით ეხმარებოდნენ, ახლა კი მას უფრო და უფრო თანამედროვე იარაღს აძლევენ.


