Accentnews.ge
ზელენსკი: "2023 წელი გადამწყვეტია, ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია გვჭირდება"

ზელენსკი: "2023 წელი გადამწყვეტია, ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია გვჭირდება"

13/01/2023 16:12:07 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2023 წელი გადამწყვეტია და ახლა უკრაინელებს უფრო მეტი მობილიზაცია სჭირდებათ.

"ეს წელი გადამწყვეტია, ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია გვჭირდება - მთელ თავისუფალ სამყაროში. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ბოლო მოეღოს სრულმასშტაბიან აგრესიას. ჩვენ გვჭირდება სასწრაფო გადაწყვეტილებები მთელი ჩვენი ანტისამხედრო კოალიციისთვის. ახალი თავდაცვითი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინელ ჯარისკაცებს მისცემს შესაძლებლობას, განდევნონ რუსული არმია ჩვენი მიწიდან. და ეს პირველ რიგში ეხება თანამედროვე ტანკებს და ეფექტურ არტილერიას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აგრესორი უნდა დამარცხდეს უკრაინის ტერიტორიაზე, რათა შემდგომში მას არ მოუწიოს ბრძოლა ევროპის სხვა მიწებზე.

"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ აღარასოდეს ექნება შესაძლებლობა რომელიმე აგრესორს იოცნებოს მსგავს რამეზე და შელახოს ჩვენი თავისუფლება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S