პრაისი: "რუსეთის დიდი დანაკარგების ფასად მიღწეული "წარმატება" ომის მიმდინარეობას არ შეცვლის"
13/01/2023 15:01:06 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის დიდი დანაკარგების ფასად მიღწეული "წარმატებები" ომის მიმდინარეობას არ შეცვლის.
"ფრონტზე ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეძლებს შეცვალოს რუსეთის სტრატეგიული მარცხი და მთლიანად ომის მიმდინარეობა", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
მისი თქმით, დონბასში სასტიკი ბრძოლები გაგრძელდება და ამას ორივე მხარის წარმატებები და მარცხი მოჰყვება.
"რუსეთის ნებისმიერი შემდგომი წარმატება, თუნდაც სამხედრო პერსონალის და აღჭურვილობის თვალსაზრისით, ვერასოდეს შეცვლის ამ ომის მიმდინარეობას. ვერც ერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეაჩერებს სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალები შეხვდნენ ამ ომის პირველივე დღეებიდან და სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელიც მხოლოდ უკრაინის ეფექტური კონტრშეტევის შედეგად გამწვავდა", - განაცხადა პრაისმა.


