
ზუგდიდის შესასვლელთან სამგზავრო ავტობუსს ხე დაეცა
13/01/2023 12:39:13 საზოგადოება
ზუგდიდის შესასვლელთან, მგზავრებით სავსე ავტობუსს ხე დაეცა. არსებული ინფორმაციით, ქარმა ხე მოგლიჯა, თუმცა მძღოლმა სწრაფად დამუხრუჭება მოასწრო. წაქცეულმა ხემ ავტობუსის წინა ნაწილი დააზიანა.
მსუბუქად დაშავდა მხოლოდ ავტობუსის მძღოლი.
ავტობუსი თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა.
ცნობისთვის: დასავლეთ საქართველოში რამდენიმე რეგიონში მეოთხე დღეა, ძლიერი ქარია.