Accentnews.ge
ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავები რუმინეთის თავზე პატრულირებას იწყებენ

ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავები რუმინეთის თავზე პატრულირებას იწყებენ

13/01/2023 11:31:15 მსოფლიო

ნატო-ს AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები რუმინეთის თავზე პატრულირებას იწყებენ.

როგორც ალიანის იუწყება, თვითმფრინავები რუმინეთში 17 იანვარს ჩაფრინდებიან, ხელს შეუწყობენ ალიანსის გაძლიერებულ წარმოდგენილობას რეგიონში და მონიტორინგს გაუწევენ რუსეთის სამხედრო აქტივობებს.

„რადგან რუსეთის უკანონო ომი უკრაინაში კვლავ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ნატო მისი ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს", – აცხადებენ ალიანსში.

ნატო–ს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ – 2022 წლის თებერვლიდან AWACS-ის თვითმფრინავები ახორციელებენ რეგულარულ პატრულირებას აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ზღვის რეგიონში, "რათა თვალყური ადევნონ რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გადაადგილებას ნატო–ს საზღვრებთან".

რაც შეეხება მისიის ხანგრძლივობას, ნატო–ში აცხადებენ, რომ "მისია რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S