Accentnews.ge
ალიევი: "ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ ან შეუძლიათ, ტერიტორია დატოვონ"

ალიევი: "ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ ან შეუძლიათ, ტერიტორია დატოვონ"

13/01/2023 08:05:07 მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, "ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ ან შეუძლიათ, ტერიტორია დატოვონ".

როგორც ალიევმა აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, "მათთვის, ვისაც სურს ყარაბაღში აზერბაიჯანის დროშის ქვეშ ცხოვრება, შეიქმნება პირობები და აზერბაიჯანის მოქალაქეების მსგავსად, მათი უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება".

„ვისაც არ უნდა ჩვენი მოქალაქე გახდეს, გზა ღიაა. მათ შეუძლიათ, თვითონ წავიდნენ, არავინ შეუშლის ხელს. შეუძლიათ, წავიდნენ რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანებით. შეუძლიათ, ავტობუსით წავიდნენ. გზა ღიაა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S