Accentnews.ge
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "უკრაინასთან მოლაპარაკებები შუამავლის გარეშე უნდა გაიმართოს"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "უკრაინასთან მოლაპარაკებები შუამავლის გარეშე უნდა გაიმართოს"

13/01/2023 07:26:14 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეორე განყოფილების დირექტორი ალექსეი პოლისჩუკი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები შუამავლის გარეშე უნდა გაიმართოს.

"თუ და როცა ეს კონტაქტები განახლდება, ისინიც, დიდი ალბათობით, პირდაპირი იქნება. და ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, რადგან, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დასავლელი შუამავლები ხშირად მისდევენ საკუთარ მიზნებს და ცდილობენ გავლენა მოახდინონ მოლაპარაკებების მსვლელობაზე, მოქმედებენ არა კონფლიქტის დარეგულირებისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე",- განაცხადა პოლისჩუკმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

პოლისჩუკმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შარშან უკრაინულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებები იმართებოდა.

"აქამდე უკრაინელებთან მხოლოდ უშუალოდ გვქონდა კომუნიკაცია იმ პლატფორმების გამოყენებით, რომლებიც მოწოდებული გვქონდა, რასაც ძალიან ვაფასებთ. გასული წლის თებერვალ-აპრილში რუსეთ-უკრაინული დიალოგის სამი რაუნდი გაიმართა ბელორუსიაში, ერთი კი თურქეთში. თითქმის ყოველდღიური კონტაქტები ხდებოდა ვიდეო ბმულით, ეს იყო პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინელებთან." - ამბობს პოლისჩუკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S