
გურიაში ძლიერ ქარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
13/01/2023 06:45:22 საზოგადოება
გურიაში ძლიერ ქარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქარმა ხე წააქცია, რომელიც მოძრავ ავტომობილს დაეცა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
რამდენიმე დღეა რეგიონებში უამინდობაა. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. დაზიანებულია ელექტროსადენები და ავტომობილები. მოსახლეობის ნაწილს შეზღუდული აქვს ელექტროენერგიის მიწოდება.