ზელენსკი – სოლედარში მებრძოლ ჯარისკაცებს: "ბიჭებო, მადლობას გიხდით, მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის"
13/01/2023 06:02:24 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ორ ბრიგადაზე ისაუბრა, რომლის მებრძოლები სოლედარში პოზიციებს იკავებენ და რუსებს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 77-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის მედესანტეები, რომლებიც სოლედარში 46-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად იკავებენ პოზიციებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს, მადლობას გიხდით ბიჭებო,” - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და ვინც უკრაინისთვის იბრძვის.
"მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება, მადლობა თითოეულს და ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი ამ ეტაპზე ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. უკრაინის გენერალური შტაბი უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ სოლედარზე კონტროლი დაამყარა.


