Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი სოლედარზე კონტროლის დაკარგვას ამ ეტაპზე არ ადასტურებს

უკრაინის გენშტაბი სოლედარზე კონტროლის დაკარგვას ამ ეტაპზე არ ადასტურებს

13/01/2023 05:56:46 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 5 სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქებზე: ზაპოროჟიეზე, კრამატორსკსა და კონსტანტინოვკაზე.

გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხვა რაიონებში მოწინააღმდეგემ განახორციელა 18 საავიაციო დარტყმა და 52 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. ბოლო 24 საათში რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 14 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან. რაც შეეხება ქალაქ სოლედარს, ის დასახელებულია ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანებულ დასახლებულ პუნქტებს შორის.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 11 და 12 იანვრის გეოლოკაციური მასალები მიუთითებს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, სოლედარზე კონტროლის დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 16 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 5 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. ჩამოგდებულია თვითმფრინავი სუ-25 და 1 უპილოტო საფრენი აპარატი. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრის 12 რაიონი, 3 მართვის პუნქტი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ეს-300 და საბრძოლო მასალების 3 საწყობი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S