Accentnews.ge
თურქეთის ომბუდსმენი: ერდოღანი ზელენსკისთან და პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრებს

თურქეთის ომბუდსმენი: ერდოღანი ზელენსკისთან და პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრებს

12/01/2023 20:30:46 მსოფლიო

თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მალქოჩმა ანკარაში უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენებთან შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ ისაუბრებს.

მალქოჩმა აღნიშნა, რომ მან ერდოღანს სთხოვა, მხარი დაუჭიროს რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას.

„თუ მოვახერხებთ უკრაინაში დაჭრილების, ბავშვებისა და ქალების გაცვლას, ეს ომბუდსმენების შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება”, – განაცხადა თურქეთის ომბუდსმენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S