Accentnews.ge
უკრაინამ ელენოვკას კოლონიაში დაღუპული 54 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ ელენოვკას კოლონიაში დაღუპული 54 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

12/01/2023 19:20:16 მსოფლიო

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ ელენოვკას კოლონიაში დაღუპული 54 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. უწყების ცნობით, ახლა ცხედრების დნმ-ის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს დონეცკის ოლქში, ელენოვკაში აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა.

უკრაინამ განაცხადა, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსებმა ციხის შენობის ცალკეულ ნაწილზე ცნობილი აზოვის პოლკის უკრაინელი წევრები გამოარჩიეს, რომლებიც მარიუპოლში იყვნენ დატყვევებულები და პატიმრების გაცვლას ელოდებოდნენ .

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთმა ელენოვკას ციხეში თერმობარული საბრძოლო მასალა გამოიყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S