გერმანიის თავდაცვის მინისტრი: "ბერლინი შეეცდება, კიევს „მარდერის“ ტანკები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გადასცეს"
12/01/2023 17:31:43 მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს, რომ ბერლინი შეეცდება, კიევს დაპირებული „მარდერის“ ტიპის ტანკები 2023 წლის პირველ ნახევარში გადასცეს.
„ვიზრუნებთ, რომ წლის პირველ ნახევარში უკრაინას „მარდერის“ ტანკები გადაეცეს და გადაამზადოს უკრაინელი ჯარისკაცები, რათა ტექნიკის გამოყენება შეძლონ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სხვადასხვა სისტემით, არტილერიით, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს, ლამბრეხტის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობას გადაწვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია.


