BBC – თეთრი სახლი ადასტურებს, რომ საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტია ვილმინგტონში, ავტოფარეხში იპოვეს
12/01/2023 17:09:53 მსოფლიო
BBC-ს ინფორმაციით, თეთრი სახლი ადასტურებს, რომ საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტია ვილმინგტონში, ავტოფარეხში იპოვეს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის რიჩარდ სობერის თქმით, ადვოკატებმა საბუთებში ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი ჩანაწერების საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს.
დოკუმენტები 2009-2017 წლების დროინდელია, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო.


