გონჩარენკო: "უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოელებს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში მსახურობის უფლებას აძლევს"
12/01/2023 16:35:59 მსოფლიო
უკრაინის პარლამენტის წევრის ოლექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც უცხოელებს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში, კერძოდ "აზოვის პოლკში" მსახურობის უფლებას აძლევს.
მისი თქმით, ადრე მიღებული იყო არაერთი კანონპროექტი უკრაინაში უცხოელების სამსახურთან დაკავშირებით, თუმცა ისინი მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლებას აძლევდნენ და არა ეროვნულ გვარდიაში.


