
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი: "საქართველოში არ შემომიშვეს"
12/01/2023 15:07:11 საზოგადოება
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სეიმურ ჰაზი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. მისი თქმით, იგი საქართველოში თურქეთიდან „სარფის“ სასაზღვრო პუნქტით აპირებდა შემოსვლას.
“საქართველოს ხელისუფლებამ უმიზეზოდ არ შემიშვა ქვეყანაში”, - წერს ჰაზი სოციალურ ქსელში.
ოპოზიციური პარტია “აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის” თავმჯდომარემ “რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე უფრო ფართოდ ისაუბრა. ჰაზი აღნიშნავს, რომ ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იგი საქართველოში იმყოფებოდა სამკურნალოდ, რის შემდეგაც თურქეთში წავიდა.
“არშემოშვების მიზეზი პოლიტიკურია, სხვა საფუძველი არ არის და შეუძლებელია, ამას მოითხოვს ალიევის რეჟიმი და ისინი ასე აკეთებენ”, - განაცხადა ჰაზიმ.