Accentnews.ge
ხაჭაპურიძე: "მაგნიტსკის სიის" ქართულ ანალოგში რატი ბრეგაძეც მოხვდება"

ხაჭაპურიძე: "მაგნიტსკის სიის" ქართულ ანალოგში რატი ბრეგაძეც მოხვდება"

12/01/2023 14:43:43 სამართალი

საქართელოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ "მაგნიტსკის სიის" ქართულ ანალოგში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც მოხვდება".

"ხვალ-ზეგ უკვე გავასაჯაროებ ამ სიას. სიაში არა მარტო რატი ბრეგაძე, სხვა ადამიანებიც არიან, სადღაც 20 კაცამდე არის ეს სია. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მოსამართლეები, ასევე, ზოგიერთი ექიმი და ექთანი. "ვივამედის" არც ერთი ექიმი და არც ექთანი სიაში არაა. გორის ჰოსპიტალზე არის საუბარი ძირითადად. ასევე პროკურორები იქნებიან, 4 ოქტომბერს ვინც იღებდა მონაწილეობას აქ სასამართლო პროცესის გამართვაში", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S