
სააკაშვილის ადვოკატმა უკრაინის საელჩოში შეხვედრა გამართა: "დაინტერესდნენ რომელ ქვეყანას შეუძლია შუამავლობა გადაყვანაზე"
12/01/2023 14:02:46 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრეი კასიანოვს შეხვდა.
მისი თქმით, საელჩოში დაინტერესდნენ "რომელ სახელმწიფოს შეიძლება გაუწიოს საქართველოს სახელმწიფომ ანგარიში", რათა მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურლაოდ გადაყვანა.
"მითხრეს, რომ სააკაშვილი მათი ქვეყნის მოქალაქეა და ყველაფერს გააკეთებენ დიპლომატიური არხებით, სამართლებრივად, მისი სიცოცხლის გადასარჩენად. დაინტერესდნენ, როგორი მოსაზრების ვიყავი პირადად მე, რომელ სახელმწიფოებს გაუწევს ანგარიშს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს, მოლაპარაკებები შედგეს. გარდა ამისა, დაინტერესდნენ სალომე ზურაბიშვილს [საქართველოს პრეზიდენტს] აქვს თუ არა შეწყალების უფლება", -განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.