ოსტინი – სოლედარის "აღების" თაობაზე: "ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ"
12/01/2023 12:39:37 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რუსების მხრიდან სოლედარის "აღებასთან" დაკავშირებით.
"ამჟამად, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ. სოლედარში ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენ ორიენტირებული ვართ მაქსიმუმი გავაკეთოთ და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო შესაძლებლობები, რათა წარმატებით დაიცვან თავიანთი სუვერენული ტერიტორია. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება და რასაც ვხედავ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან, ისინიც იმავეს გრძნობენ. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ერთიანები ჩვენს ძალისხმევაში", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.


