
უკრაინელ ჯარისკაცს მკერდიდან აუფეთქებელი ყუმბარა ამოუღეს
12/01/2023 10:42:27 მსოფლიო
ქირურგმა გენერალ-მაიორმა ანდრეი ვერბამ ვინიციდან წარმატებით ჩაატარა სარისკო ოპერაცია, –იუწყება უკრაინული მედია.
მისი ცნობით, სოლედარში ბრძოლის დროს დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცს მკერდიდან აუფეთქებელი ყუმბარა ამოუღეს. ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ოპერაცია ჩატარდა ელექტროკოაგულაციის გამოყენების გარეშე (იყენებენ ოპერაციის დროს სისხლდენის შეჩერებისთვის), რადგან ყუმბარა შეიძლებოდა, ნებისმიერ დროს აფეთქებულიყო.
ვარაუდობენ, რომ VOG–ის ტიპის ყუმბარა ავტომატური შაშხანის ლულის ქვეშ დამონტაჟებული ყუმბარმტყორცნიდან ისროლეს.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ყუმბარა სპეციალისტებმა გააუვნებელყოფეს.