რუსეთში კორონავირუსის ქვევარიანტი "კრაკენი" დაფიქსირდა
12/01/2023 09:38:58 მსოფლიო
კორონავირუსის შტამ „ომიკრონის“ ქვევარიანტი, რომელიც „კრაკენის“ სახელით არის ცნობილი, რუსეთშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახური იტყობინება 12 იანვარს. დაავადების შემთხვევა პენზის ოლქში გამოვლინდა.
მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კრაკენს“ ყველაზე გადამდები უწოდა COVID-19-ის ყველა არსებულ ვარიანტს შორის. მაგრამ, ექსპერტების შეფასებით, დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.
როგორც „როსპოტრებნადზორმა“ დააზუსტა, ამ მომენტისთვის რუსეთში დადგენილია შტამ „ომიკრონის“ ნაირსახეობათა ფართო სპექტრი, მაგრამ დომინანტი რჩება ВА.5.
ვარიანტი XBB.1.5 „კრაკენი“ პირველად ოქტომბერში დაფიქსირდა აშშ-ში. გარდა ამისა, ის აქტიურად ვრცელდება დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე.


