Accentnews.ge
უკრაინამ ნორვეგიისგან 3 მილიონი დოლარის ღირებულების დროებითი ხიდები მიიღო

უკრაინამ ნორვეგიისგან 3 მილიონი დოლარის ღირებულების დროებითი ხიდები მიიღო

12/01/2023 09:36:19 მსოფლიო

უკრაინამ ნორვეგიისგან 3 მილიონი დოლარის ღირებულების დროებითი ხიდები მიიღო.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, 2022 წლის დეკემბერში ნორვეგიამ უკრაინას გადასცა 10 ხიდი, რომელთა საერთო ღირებულება 30 მილიონი ნორვეგიული კრონია (3 მილიონი აშშ დოლარი).

„უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნორვეგიული ხიდები დამონტაჟდება. ეს არის acrow/bailey ტიპის დროებითი კონსტრუქციები, რომლებიც შესაფერისია მძიმე მანქანების გადაადგილებისთვის,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ნორვეგია გახდა რიგით მესამე ქვეყანა, ჩეხეთისა და საფრანგეთის შემდეგ, რომელმაც უკრაინას საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S