ბრიტანული დაზვერვა – ამჟამად სასტიკი ბრძოლები არა მარტო სოლედართან, არამედ კრემენაიასთანაც მიმდინარეობს
12/01/2023 09:31:23 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბოლო 2 დღეა, სასტიკი ბრძოლები არა მარტო დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედართან, არამედ ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიასთანაც მიმდინარეობს.
"თითქმის დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან რუსეთმა თავისი საჰაერო-სადესანტო ძალების 76-ე გვარდიის დივიზია კრემენაიას ფრონტის ხაზზე განალაგა და ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ეს მონაკვეთი მნიშვნელოვნად დაუცველად შეფასდა. 2022 წლის ნოემბრამდე რუსეთი თითქმის მთელ თავის საჰაერო-სადესანტო ძალებს იყენებდა ხერსონის ფრონტის ხაზის გასწვრივ. ახლა ისინი რუსეთმა გადაიყვანა დონბასსა და უკრაინის სამხრეთ ნაწილში, სადაც სავარაუდოდ, მეთაურები ცდილობენ საჰაერო-სადესანტო ძალები მათი დოქტრინული როლის შესაბამისად გამოიყენონ", – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშში.


