Accentnews.ge
ხაჭაპურიძე: "სააკაშვილის პოზიციაა, რომ „სააკაშვილის სიაში“ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ"

ხაჭაპურიძე: "სააკაშვილის პოზიციაა, რომ „სააკაშვილის სიაში“ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ"

12/01/2023 08:49:14 პოლიტიკა, სამართალი

"მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ, მონაწილეობას იღებდნენ კანონდარღვევებში, რაც ვნახეთ და საჯაროდ გაგვაცნო თავად პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძესთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, სააკაშვილის პოზიციაა, რომ ამ ჯგუფს არანაირი შეხება არ ექნება პარტიასთან და იქნებიან ის ადვოკატები, ვინც სააკაშვილის საქმეში იღებს მონაწილეობას.

"მთხოვეს იურისტების ჯგუფთან შეხვედრა, თავად მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება, ჩემი მხრიდან თუ საჭირო იქნება მტკიცებულებები გადავცე და ჩავერთო ამ ჯგუფის მუშაობაში. საუბარი იქნება ავადმყოფობის ისტორიებზე, ფორმა ასზე, ინსტრუმენტულ კვლევებზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების დასკვნებზე, რასაც ეს ჯგუფი მოითხოვს, ჩვენ მტკიცებულებებს მივაწოდებთ. სააკაშვილის პოზიციაა, რომ ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ, იღებდნენ მონაწილეობას კანონდარღვევებში, რაც არაერთხელ გვინახავს, თავად გაგვაცნო საჯაროდ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა. მე ვიცი სააკაშვილის პოზიცია, თუმცა, ჯერ არ მაქვს უფლებამოსილება გვარების გაჟღერების (ვინც სიაში მოხვდება),"- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს ხვდება. შეხვედრაზე საუბარი „სააკაშვილის სიას“ შეეხება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S