ლანდსბერგისი: "უკრაინისთვის ATACMS-ის სარაკეტო სისტემებისა და Leopard-ს ტანკების გაგზავნის დროა"
12/01/2023 08:21:56 მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ უკრაინას ATACMS-ის ტიპის სარაკეტო სისტემები და Leopard-ს ტიპის ტანკები უნდა მიეწოდოს.
„პუტინი ფსონს მეტ შეფერხებაზე დებს. მან უნდა წააგოს ეს ფსონი. უკრაინამ ჩვენს მხარდაჭერასა და პატივისცემაზე მეტი დაიმსახურა. ATACMS-ებისა და Leopard-ების გაგზავნის დროა“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის სარაკეტო სისტემების გადაცემა სთხოვა იმ პირობით, რომ მათთან სამიზნეებს შეათანხმებენ.
გუშინ პოლონეთმა განაცხადა, რომ უკრაინას Leopard-ებს გაუგზავნის.


