
სტიქია იმერეთში - ვანში ხე 2 ადამიანს დაეცა, 12 მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შუქი არ აქვს
12/01/2023 07:33:16 საზოგადოება
მეორე დღეა იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად პრობლემებია.
ვანში ორ ადამიანს ხე დაეცა, არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად 69 სახლის სახურავია დაზიანებული, წაქცეულია ხეები, ასევე დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.
ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა აბონენტების ნაწილს.
ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება წყალი, სოფლებში დაზიანდა სასათბურე მეურნეობები.
დაზიანებულია ელექტროსადენები და ავტომობილები. 12 მუნიციპალიტეტში ათასობით მოსახლეს შეზღუდული აქვს ელექტროენერგიის მიწოდება.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.