ბელარუსში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ანდრეი დმიტრიევი დააკავეს
12/01/2023 07:26:29 მსოფლიო
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ანდრეი დმიტრიევი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია დმიტრიევის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელა.
41 წლის პოლიტიკოსის დაკავებასთან დაკავშირებით ბელარუსის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გავრცელებია.
მისი დაკავების მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ანდრეი დმიტრიევი ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე და მოძრაობა „ილაპარაკე სიმართლეს“ ლიდერია. 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მან მე-4 ადგილი დაიკავა.


