Accentnews.ge
ISW - საბრძოლო მასალის დეფიციტი რუსულ ძალებს შეაფერხებს, უკრაინაში შეტევითი ოპერაციები 2023 წელსაც განახორციელონ

ISW - საბრძოლო მასალის დეფიციტი რუსულ ძალებს შეაფერხებს, უკრაინაში შეტევითი ოპერაციები 2023 წელსაც განახორციელონ

12/01/2023 06:33:09 მსოფლიო

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზას არ შეუძლია საბრძოლო მასალის დეფიციტის პრობლემის მოგვარება, რაც, სავარაუდოდ, შეაფერხებს რუსულ ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციები 2023 წელსაც შეინარჩუნონ, -ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის პრეს–სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი 122 მმ და 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების და სხვა საბრძოლო მასალის რეზერვები 2022 წლის ზაფხულში ამოწურეს, იმ გათვლით, რომ გადაჭარბებული საარტილერიო ცეცხლი უფრო სწრაფ შედეგებს მოუტანდათ. ჩერევატიმ აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა ახლა უნდა გადაიტანონ დამატებითი ჭურვები და შეიძინონ დამატებითი საბრძოლო მასალა უცხო ქვეყნებიდან, რათა თავიდან აიცილონ ასეთი დეფიციტი, რაც გამოიწვევს ცეცხლის შემცირებულ ტემპს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების განცხადებით, რუსული წყაროები სულ უფრო ხშირად აღიარებენ, რომ რუსული საბრძოლო მასალისა და მიწოდების დეფიციტი გადამწყვეტად აფერხებს რუსული ძალების წინსვლის უნარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S