Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის შეტევა მოგერიებულია ბახმუტთან და კიდევ 11 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი - რუსეთის შეტევა მოგერიებულია ბახმუტთან და კიდევ 11 დასახლებულ პუნქტთან

12/01/2023 06:26:29 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4 სარაკეტო იერიში განახორციელეს დონეცკის ოლქის ქალაქების, ლიმანის და ჩასოვ-იარის სამოქალაქო ობიექტებზე. გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხვა რაიონებში მოწინააღმდეგემ განახორციელა 23 საავიაციო დარტყმა და 69 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, ბოლო 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან. რაც შეეხება ქალაქ სოლედარს, რომელიც დღეს ყველაზე ცხელი წერტილია, ის დასახელებულია ბახმუტის მიმართულებით მდებარე იმ დასახლებულ პუნქტებს შორის, რომლებსაც რუსული ძალები უტევენ ტანკების, ნაღმმტყორცნების და რეაქტიული არტილერიის გამოყენებით.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 20 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. ჩამოგდებულია 1 ვერტმფრენი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრის 7 რაიონი, 1 მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 3 საწყობი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S