
აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო 10103 ავიარეისი გადაიდო, 1 343 კი გაუქმდა
12/01/2023 06:13:10 მსოფლიო
აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) საავიაციო მისიის სისტემის (NOTAM) გათიშვის გამო 10103 ავიარეისი გადაიდო, 1 343 კი გაუქმდა, – იუწყება CNN
გამოცემის ცნობით, ხარვეზის აღმოფხვრას ტექნიკური სამსახური ამ დრომდე ცდილობს.
"FAA აგრძელებს საფუძვლიან მიმოხილვას, რათა დადგინდეს NOTAM–ის გათიშვის მიზეზი. ამ დროისთვის კიბერშეტევის მტკიცებულება არ არსებობს", აცხადებს FAA.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც გამოძიება და ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.