Maxar-მა სოლედარსა და ბახმუტში ნგრევის ამსახველი სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა
12/01/2023 06:01:47 მსოფლიო
კომპანია Maxar Technologies-მა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქებში სოლედარსა და ბახმუტში ნგრევის ამსახველი სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა.
რუსული აგრესიით გამოწვეული ნგრევის მასშტაბების შესადარებლად, კომპანიამ სოლედარის 2022 წლის 1 აგვისტოსა და 2023 წლის 10 იანვარის თანამგზავრის საშუალებით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
სოლედარი. 2022 წლის 1 აგვისტო.
სოლედარი. 2023 წლის 10 იანვარი.
სოლედარში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინის გენერალური შტაბი უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ სოლედარზე კონტროლი დაამყარა.
ომის დაწყებამდე ქალაქში 11 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკოს ინფორმაციით, ამჟამად სოლედარში რჩება 500-ზე მეტი მოქალაქე, რომელთა ევაკუაცია შეუძლებელია.


