Accentnews.ge
მექსიკის საზღვართან მიგრანტების მზარდ რაოდენობასთან გასამკლავებლად აშშ დახმარებას კანადას სთხოვს

მექსიკის საზღვართან მიგრანტების მზარდ რაოდენობასთან გასამკლავებლად აშშ დახმარებას კანადას სთხოვს

11/01/2023 19:35:00 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკის საზღვართან მიგრანტების მზარდ რაოდენობასთან გასამკლავებლად კანადის დახმარებას ითხოვს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის კრისტინა როზალესის თქმით, ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტზე შეხვედრისას კანადამ, შეერთებულმა შტატებმა და მექსიკამ სამმხრივი შეთანხმების საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, შეთანხმება ათასობით ადამიანს იმიგრაციაში ლეგალური არხებით მოსახვედრად დაეხმარებოდა იმ რისკების გარეშე, რომლებსაც ისინი მექსიკის საზღვარზე ხვდებიან.

"კანადას თავშესაფრისა და მიგრაციისთვის სპეციფიკური პროგრამები აქვს", – განაცხადა როზალესმა.

2022 წელს ამერიკამ მექსიკის საზღვართან 2,2 მილიონი მიგრანტი დააკავა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S