სტოლტენბერგი: "უკრაინას უნდა მივაწოდოთ კიდევ უფრო მოწინავე აღჭურვილობა უფრო სწრაფად"
11/01/2023 19:01:26 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დასავლეთმა უკრაინას კიდევ უფრო მოწინავე აღჭურვილობა უნდა მიაწოდოს.
"კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რომელსაც ნატო–ს მოკავშირეები უწევენ უკრაინას თავის მამაც ბრძოლაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. დრო გადამწყვეტია. ჩვენ უნდა მივაწოდოთ კიდევ უფრო მოწინავე აღჭურვილობა კიევს უფრო სწრაფად", – წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.


