
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერლით დასრულდა
11/01/2023 18:16:57 სამართალი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერლით დასრულდა. შემთხვევა საღამოს ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „ტოიოტა რავ 4“-ის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
მანქანაში სიღნაღის მერიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მანქანაში მყოფი სამი პირიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა და ჰოსპიტალიზებულები არიან.