Accentnews.ge
ზელენსკი: "ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით ვილნიუსის სამიტზე ველოდებით რაღაც დიდს, ვიდრე "ღია კარია"

ზელენსკი: "ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით ვილნიუსის სამიტზე ველოდებით რაღაც დიდს, ვიდრე "ღია კარია"

11/01/2023 18:00:29 მსოფლიო

ნატო–ს ღია კარის შესახებ რიტორიკა არასაკმარისია უკრაინისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ვილნიუსში ზაფხულში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე უკრაინის ნატოში წევრობის შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელის.

"რაც შეეხება ვილნიუსს. დღეისთვის ღია კარების შესახებ რიტორიკის სახით უბრალოდ უკრაინის მხარდაჭერა არასაკმარისია. უფრო ზუსტად, არასაკმარისია ჩვენი სახელმწიფოს მოტივირებისთვის, უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ - არასაკმარისია ჩვენი მეომრების მოტივირებისთვის. ველოდებით რაღაც დიდს, ვიდრე ღია კარია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S