Accentnews.ge
უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდლად გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა

უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდლად გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა

11/01/2023 17:07:24 მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მეომარი რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად დაინიშნა, – იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, დაჯგუფების ყოფილი სარდალი სერგეი სუროვიკინი გერასიმოვის ერთ-ერთი მოადგილე გახდება. იგი რჩება საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის თანამდებობაზე.

გერასიმოვის დანარჩენი მოადგილეები იქნებიან სახმელეთო ჯარების სარდალი, არმიის გენერალი ოლეგ სალიუკოვი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია იმ ამოცანების მასშტაბების ზრდასთან, რომლებიც მისი ჩატარების მსვლელობაში წყდება",– ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S