
სტამბოლში ტერაქტი აღკვეთეს
29/10/2019 12:02:37 სხვა, მსოფლიო
თურქეთში „ისლამური სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ისინი თურქეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებების დროს სტამბოლში თავდასხმას გეგმავდნენ.
29 ოქტომბერს თურქეთში რესპუბლიკის დაარსებიდან 96 წლისთავი აღინიშნება.