პოდოლიაკი: "საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, სხვა რეალობაში არიან"
11/01/2023 15:56:15 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინელ ჟურნალისტ ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა SOVA ავრცელებს.
მისი თქმით, "საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან ისინი "სხვა რეალობაში არიან".
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ "დღესაც კი, ომის დაწყებიდან 10 თვის შემდეგ მათ [საქართველოს ხელისუფლებას] არ ესმით ვის მხარეს უნდა იყვნენ".
პოდოლიაკის თქმით, ქართველმა ხალხმა "ქართული ოცნების" არჩევისას უდიდესი შეცდომა დაუშვა.
“მე ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს საქართველოსადმი. არის ქართველი ხალხი, თუმცა სამწუხაროდ, მათ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როცა ასეთი ხელისუფლება აირჩიეს. ხელისუფლება სახელად ბატონი ივანიშვილი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებს, ელის მისგან ენერგეტიკასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემების გადაჭრას, 2008 წლის ომის არ გაგრძელებას, რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გახანგრძლივებას გულისხმობს“ - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, "საქართველოში უცნაური მდგომარეობაა - მთავრობა პრორუსულ ღირებულებებს უჭერს მხარს და იმავდროულად მათ სურთ ევროპულ ბაზარსა და ფულზე ჰქონდეთ წვდომა".
პოდოლიაკმა საქართველო უნგრეთს შეადარა, რომელსაც, მისი თქმით "საკუთარი წესებით სურს ცხოვრება - რუსეთის ავტორიტარულ ღირებულებებთან ახლოს და იმავდროულად თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს სიკეთეებით ისარგებლოს".
როგორც მან აღნიშნა, ასევე არის უამრავი პატარა ქვეყანა, მათ შორის – ბალტიის ქვეყნებიც, რომელიც მზადაა უკრაინას იარაღითაც დაეხმაროს.
„არის ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა. და ეს ძალიან საკვირველ ფაქტად ჩაიწერება ისტორიაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2022-2023 წლებში, რომელსაც რუსული შოვინისტური ელიტა თავს 2008 წელს დაესხა განაგრძობს უკრაინისადმი უპატივცემულობის გამოხატვას, ევროპის რუსული ექსპანსიონიზმის პროცესისგან გათავისუფლებისას. დაე ქართველებმა მომავალში ამით იცხოვრონ“ - განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, "საქართველო, რომელიც წარსულში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი იყო, ახლა "უცნაურ მდგომარეობაშია - რეფორმატორ პრეზიდენტ სააკაშვილს ციხეში კლავს":
„ფენომენალურია. ქვეყანა, რომელიც 2000-იანი წლების შუაში მიიჩნეოდა დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითად, გაატარა მძლავრი ეკონომიკური, ანტიკორუფციული რეფორმები(დიახ, არა უპრობლემოდ, მაგრამ გაატარა), დღეს დაუბრუნდა რაღაც უცნაურ მდგომარეობას, როცა რეფორმატორი პრეზიდენტის ციხეში მოკვლა უნდათ. გესმით, როგორ გამოჩნდება ეს ისტორიის წიგნებში“.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ კიევი თბილისს სააკაშვილის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში მკურნალობის მიზნით გადაყვანისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, უკრაინა ამას არა პოლიტიკური არამედ ჰუმანისტური მიზნებით აკეთებს.
„ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ესაა სიმბოლური ჟესტი, ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველო, მიუხედავად მისი პოლიტიკური პრეფერენციებისა, არაა დეჰუმანიზებული ქვეყანა. ნუ თუ მათ მოსწონთ, მაგალითად, რუსეთის ფედერაცია, ღმერთი მათკენ, ასე იყოს, მაგრამ არის ჰუმანიტარული კომპონენტები, ჰუმანისტური კომპონენტები რაც სწორად უნდა აირჩიონ“ - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.


