Accentnews.ge
სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვრისთვის ჩაინიშნა

სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვრისთვის ჩაინიშნა

11/01/2023 15:19:40 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვარს გაიმართება.

ამის შესახებ დღევანდელი პროცესის დასრულებისას მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა.

ცნობილია, რომ ორივე სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელ სხდომაზე კი ამერიკელი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი გამოიკითხა.

სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს მოწმის სახით დასაკითხთა სიაში დაემატოს კლინიკა „ვივამედის“ ექთანი ნინო პანტიაშვილი.

მოსამართლე გიორგი არევაძემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S