Accentnews.ge
ОДКБ: "სომხეთის მიერ სამხედრო წვრთნების გაუქმების შესახებ შეტყობინება არ მიგვიღია"

ОДКБ: "სომხეთის მიერ სამხედრო წვრთნების გაუქმების შესახებ შეტყობინება არ მიგვიღია"

11/01/2023 13:13:34 მსოფლიო

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) პრეს–მდივანი ვლადიმერ ზაინეტდინოვი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნების გაუქმების შესახებ ერევნისგან ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

"ჩვენ ვითვალისწინებთ სომხეთის რესპუბლიკაში არსებულ ვითარებას, რამაც, შესაძლოა, მათ ОДКБ-ის სამშვიდობო წვრთნების სრულად ჩატარების საშუალება არ მისცეს", - განაცხადა მან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 იანვარს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) აცნობა სომხეთში სწავლების ჩატარების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

"სომხეთში ეს წვრთნები, ყოველ შემთხვევაში, წელს, არ გაიმართება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S