Accentnews.ge
პესკოვი: "უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა არსებულ პირობებში არ ჩანს"

პესკოვი: "უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა არსებულ პირობებში არ ჩანს"

11/01/2023 12:07:12 მსოფლიო

უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა ჯერ–ჯერობით არ არსებობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„იმ პირობებში, როდესაც უკრაინის კანონი უკრაინის პრეზიდენტს ჩვენთან რაიმე კონტაქტს ან დიალოგის წარმოებას უკრძალავს და იმ პირობებში, როდესაც დასავლელები აშკარად არ არიან მიდრეკილნი, რომ ამ საკითხში კიევის რაიმე მოქნილობა დაუშვან, ვერ ვიტყვით, რომ ამჟამად არსებობს რაიმე პერსპექტივა“, - ასე გამოეხმაურა პესკოვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოხატავს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ „რუსეთი ყოველთვის მზად იყო პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად“ და „რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს, არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ჩვენ ამ მზაობას ვინარჩუნებთ“.

პესკოვის თქმით, მიზნების მიღწევა მშვიდობიანი, პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით „უპირატესი ვარიანტია“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ განაცხადა, რომ ანკარა ემხრობა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გეგმას მშვიდობიანი დარეგულირებისთვის.

2022 წლის15 ნოემბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის 10-პუნქტიანი "მშვიდობის ფორმულა" წარუდგინა "დიდი ოცეულის"(G20) ლიდერთა სამიტს, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ჩატარდა.

უკრაინის წინადადებებია:

  • რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება;
  • გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა;
  • უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა;
  • სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია.

უკრაინის პრეზიდენტი ხაზგასმით აცხადებს, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც კრემლს ძალების აღდგენის, შეთანხმების მალევე დარღვევის, ტერორის და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერიის დაწყების შესაძლებლობას მისცემს.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ახალი რეალობა, რომლის თანახმადაც, უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონს რუსეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S