Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "სოლედარისა და ბახმუტის გარშემო ბრძოლები უკრაინელების გამბედაობას აჩვენებს"

სტოლტენბერგი: "სოლედარისა და ბახმუტის გარშემო ბრძოლები უკრაინელების გამბედაობას აჩვენებს"

11/01/2023 10:39:04 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სოლედარისა და ბახმუტის გარშემო ბრძოლები უკრაინელების გამბედაობას აჩვენებს.

"ბოლო დღეებში, ჩვენ ვნახეთ სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო, აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელი სამხედროების გამბედაობას, რომლებიც თავიანთი სამშობლოს დასაცავად იბრძვიან. ეს ასევე გვიჩვენებს, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი არმიის გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენი მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ბრძოლის ველზე. ომის ამ გადამწყვეტ დროს, ჩვენ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძლებენ მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S