უკრაინა – რუსებს "მანიაკურად" სურთ სოლედარის დაკავება, განადგურებულია მტრის კიდევ 500-მდე სამხედრო
11/01/2023 10:17:14 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსებს "მანიაკურად" სურთ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ სოლედარის აღება.
კიევის განცხადებით, რუსეთის ძალები გადაჯგუფდნენ შობის დღესასწაულზე გამოცხადებული "ცეცხლის შეწყვეტის" დროს და მიზნად დაისახეს სოლედარის დაკავება.
11 იანვარს დილით უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებდა, რომ რუსეთმა წინა დღეს დაკარგა 490-მდე სამხედრო, რაც რუსეთის მხარის დანაკარგის მონაცემს 113,000-მდე ზრდის.


