
Politico – საფრანგეთი და პოლონეთი ზეწოლას ახდენენ გერმანიაზე, რათა უკრაინას Leopard 2–ები გაუგზავნოს
11/01/2023 10:13:29 მსოფლიო
საფრანგეთი და პოლონეთი ზეწოლას ახდენენ გერმანიაზე, რათა უკრაინას Leopard 2–ის ტიპის ტანკები გაუგზავნოს, – იუწყება Politico.
მისი ცნობით, თანამედროვე დასავლური ტანკების მიწოდება, როგორიცაა Leopard 2 დიდი სტიმული იქნება უკრაინელი სამხედროებისთვის.
ფრანგმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Politico–ს განუცხადა, რომ პარიზი ზეწოლას ახდენს გერმანიაზე იმ იმედით, რომ ბერლინიდან მიიღებენ თანხმობას ტანკების გაგზავნაზე ფრანკო-გერმანული სამიტის გამართვამდე, რომელიც 22 იანვრისთვისაა დაგეგმილი.
"მსგავსი ზეწოლა მოდის პოლონეთიდანაც, რომელსაც სურს შექმნას ფართო კოალიცია დასავლელ პარტნიორებს შორის, რათა ერთობლივად გადასცეს Leopard 2–ები უკრაინას", – იტყობინება Politico.