ზელენსკი: "მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს ტრილოგია არაა"
11/01/2023 09:46:54 მსოფლიო
მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს ტრილოგია არაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კინოპრემია „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიისას განაცხადა..
მისი თქმით, უკრაინაში ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე ნათელია, ვინ გაიმარჯვებს.
„წინ ბრძოლები და ცრემლები ჯერ კიდევ არის, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, ვინ იყო საუკეთესო გასულ წელს - თქვენ თავისუფალ სამყაროში, ვინც გაერთიანდით თავისუფალი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


