უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები ერთმანეთს ანკარაში შეხვდნენ
11/01/2023 09:35:13 მსოფლიო
უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები ერთმანეთს შეხვდნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკება თურქეთში, ანკარაში ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
"ჩვენ განვიხილეთ ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექტრი და საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ადამიანის უფლებათა დახმარების გაწევასთან", - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა.


