პარიზში მამაკაცმა დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა
11/01/2023 07:41:09 მსოფლიო
პარიზში, ჩრდილოეთ სადგურზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა.
ფრანგული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მამაკაცი გასროლით გაანეიტრალეს.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.


