Accentnews.ge
მედია – თურქეთი უკრაინას კასეტურ საარტილერიო ჭურვებს აწვდის

მედია – თურქეთი უკრაინას კასეტურ საარტილერიო ჭურვებს აწვდის

11/01/2023 07:25:56 მსოფლიო

2022 წლის ნოემბერში თურქეთმა უკრაინისთვის კასეტური საარტილერიო ჭურვების მიწოდება დაიწყო, – იუწყება Foreign Policy.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთში ამ ტიპის ჭურვები ცივი ომის დროს აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში იწარმოებოდა.

აღნიშნული ჭურვი გასროლისას 88 უფრო მცირე ასაფეთქებელ მოწყობილობად იშლება და რაც უმთავრესად ტანკების გასანადგურებლად არის გამიზნული.

„მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა [უკრაინისთვის] კასეტური საბრძოლო მასალის ხელმისაწვდომობაზე, თურქეთი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც კიევს მათი მოპოვება შეეძლო. ეს აჩვენებს, რომ რუსეთთან სიახლოვის მიუხედავად, თურქეთი უკრაინას ძალიან მნიშვნელოვანი შეიარაღებით ეხმარება", – განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, კასეტური ჭურვები უკრაინას რუსეთის მიერ დონბასის გაშლილ სივრცეებში აგებული თავდაცვის ზღუდეების გასარღვევად ჭირდება.

როგორც გამოცემა იუწყება, მის თხოვნას კომენტარზე არც ვაშინგტონში თურქეთის საელჩომ და არც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ არ უპასუხეს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი ე.წ. კასეტურ ბომბებსაც იყენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S