Accentnews.ge
ბაიდენი: "საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიებასთან ვთანამშრომლობ"

ბაიდენი: "საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიებასთან ვთანამშრომლობ"

11/01/2023 06:47:04 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია.

"საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიებასთან ვთანამშრომლობ", – განაცხადა ბაიდენმა მექსიკისა და კანადის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.

საქმე ეხება ათზე მეტ საიდუმლო დოკუმენტს, რომლებიც ბაიდენის ადვოკატებმა „პენ ბაიდენის ცენტრის“ ოფისში აღმოაჩინეს, რის შესახებაც ინფორმაცია ეროვნულ არქივს მიაწოდეს.

ბაიდენი პერიოდულად იყენებდა აღნიშნულ ოფისს 2017 წლის შუალედური არჩევნების დროს, როდესაც ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. რესპუბლიკელებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს მომხდარის გამოძიება. ისინი ასევე მოუწოდებენ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელს, შეისწვალოს, რა ზიანი მიადგა ქვეყნის უსაფრთხოებას ბაიდენის მიერ აღნიშნული დოკუმენტების ფლობის გამო. თავად ბაიდენი აცხადებს, რომ დოკუმენტების შინაარსის შესახებ არაფერი იცის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S